ივანე მაჭავარიანი - სწორია, რომ ამერიკის ელჩმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა, დარღვევებზე ისეთი არაფერი თქმულა, რაც მანამდე არ იყო აღნიშნული
სწორია, რომ ამერიკის ელჩმა ოპოზიციას მოუწოდა, აუცილებელია, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მართალია, კელი დეგნანმა გუშინდელ განცხადებებში არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა, მაგრამ როოგორც მაჭავარიანი ამბობს, ყველამ აღნიშნა, რომ ამ დარღვევებს არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
„დარღვევებზე იყო საუბარი, მაგრამ ყველამ აღნიშნა, რომ ამ დარღვევებს მატერიალური, მნიშვნელოვანი ზეგავლენა არჩევნებზე არ მოუხდენია, იმდაგვარი ზეგავლენა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას შექმნოდა პრობლემა. შესაბამისად, არაფერი ისეთი არ თქმულა, რაც მანამდე არ იყო ნათქვამი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი და ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არცერთ საკანონმდებლო ინიციატივას არ ეთანხმება, რომელის ოპოზიციის შევიწროებას ითვალისწინებს.