იუთუბზე dislike-ების რაოდენობის ნახვას ბრაუზერის ახალი extension-ით კვლავ შეძლებთ
იუთუბზე dislike-ების რაოდენობის ნახვას ბრაუზერის ახალი extension-ით კვლავ შეძლებთ

ნოემბრის დასაწყისში, „იუთუბმა“ საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და თავის ყველა ვიდეოზე მოხსნა dislike-ების მთვლელი. მიზეზად მიზანმიმართულ სიძულვილის კამპანიებთან ბრძოლა დაასახელა. თავად dislike-ის ღილაკი ხელუხლებელი დარჩა და შეგიძლიათ, გამოიყენოთ კიდეც, მაგრამ ვერ დაინახავთ, რამდენმა ადამიანმა გამოიყენა ის მოცემულ ვიდეოზე.

dislike-ების მთვლელი ხელმისაწვდომი დარჩა მხოლოდ ვიდეოს ამტვირთველებისთვის, რომლებსაც ამ ინფორმაციის ნახვა ანალიტიკის ფანჯარაში შეუძლიათ.

ახლახან, ვიდეოებზე dislike-ების რაოდენობის ნახვა კვლავ ყველასთვის გახდა შესაძლებელი, მაგრამ ამისათვის ბრაუზერში ცალკე extension-ის დაყენება დაგჭირდებათ.

ბრაუზერის extension-ი, სახელად Return YouTube Dislike, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერმა დმიტრი სელივანოვმა შექმნა და გადმოსაწერად ხელმისაწვდომია სრულიად ლეგალური გზებით.

ხელსაწყო გუგლის Application Programming Interface (API)-სთან წვდომის გზით მუშაობს და მონაცემები უზუსტესია.

თუმცა, 13 დეკემბერს გუგლი API-ს გაუქმებას გეგმავს, რაც ახალ extension-ს დიდ პრობლემას შეუქმნის.

extension-ი ხელმისაწვდომია ორ ბრაუზერში, Google Chrome-სა და Firefox-ში.