იუტას შტატში ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა
იუტას შტატში ავტობუსის ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
თვითმხილველთა თქმით, ავტობუსი, რომელშიც ძირითადად ჩინელი ტურისტები იმყოფებოდნენ, ეროვნული პარკის სიახლოვეს, გზიდან გადავარდა და გადატრიალდა.
მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.
დაშავებულები ავარიის ადგილიდან სხვადასხვა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. 15 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. მგზავრების უმეტესობა ჩინელია და ისინი ინგლისურ ენაზე არ საუბრობენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ჩინეთის საელჩოში განაცხადეს, რომ იუტას შტატში მათი დიპლომატები უკვე გაემგზავრნენ.