იუსტიციის სახლთან, ლგბტ თემის აქციაზე კონტრაქციის მონაწილე დააკავეს
იუსტიციის სახლთან ლგბტ თემის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, ტრანსგენდერი ქალები ვერ საქმდებიან.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურის გამარტივებას ითხოვდნენ.
აღნიშნული აქციის პარალელურად, იუსტიციის სახლთან კონტრაქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებმა კვერცხების სროლა სცადეს, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილია.