იური ლუცენკო - სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ჩემზე კოლოსალური ზეწოლა ხორციელდება
“ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის გენერალურ პროკურორზე ზეწოლა ხორციელებოდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გენერალური პროკურორის პრესმდივანი ლარისა სარგანი იური ლუცენკოზე დაყრდნობით წერს.
“ვფიქრობ, ახლა ამ საქმის ჩაშლა ხდება მისი პოლიტიზაციით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩემზე კოლოსალური ზეწოლა ხორციელდება, რომ თვალი დავხუჭო იმაზე, რის უფლებასაც საკუთარ თავს აპატრიდი სააკაშვილი აძლევს”, – ლარისა არგანის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუცენკომ განაცხადა.
ამასთან, პრესმდივნის ცნობით, ლუცენკო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ეფ ეს ბე-სა და იანუკოვიჩის ბანდისგან, განწირულია დასაშლელად.
ლუცენკოს თქმით, სააკაშვილმა წითელი ხაზი გადაკვეთა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების დასამხობად იანუკოვიჩისგან ფული აიღო.
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, სააკაშვილი უდანაშაულო რომ ყოფილიყო, დაკითხვებიდან მუდამ არ გაიქცეოდა.