იუნკერი - არ შეგვიძლია, მხოლოდ ნატო-ს დავეყრდნოთ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის თავადაც უნდა ვიმოქმედოთ
„ატლანტის ოკეანის მიღმა ფიქრობენ, რომ ევროკავშირი ზედმეტად დამოუკიდებული გახდება, როცა საქმე თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მიდგება. დიახ, ჩვენ გვსურს ემანსიპირება, მაგრამ ამას ნატო-ს ან აშშ-ს წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, ვფიქრობ, ნატო ჯერ კიდევ წარმოადგენს პროექტს, რომლის ერთგულიც უნდა დავრჩეთ, ჩვენი მომავალი თაობების ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ამერიკელები ევროპას ბრალს სდებდნენ, რომ საკუთარი თავდაცვისთვის საკმარისს არ აკეთებდნენ.
„ახლა ვაკეთებთ მეტს და ახლა ამით არიან უკმაყოფილო. ვაკეთებთ მეტს, რადგან მეტის გაკეთებაა საჭირო, არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მხოლოდ ალიანსს, ჩვენ თავადაც უნდა ვიმოქმედოთ, რომ უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოება“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა.
იუნკერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბარს დაუთმო და ამ კონტექსტში აშშ-ში არსებულ უკმაყოფილებაზე ისაუბრა.
იუნკერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის თავდაცვის ახალი ხედვა ნატო-ს ან აშშ-ს წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ პირიქით, ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის დამატებითი ბერკეტია.