„იუნესკოს“ გადაწყვეტილებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დღეს ორი ახალი ძეგლი დაემატება
„იუნესკოს“ გადაწყვეტილებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დღეს ორი ახალი ძეგლი, ქალაქები ივრეა და მედინა აზაჰარია დაემატება.
ივრეა იტალიაში მდებარე XX საუკუნის ინდუსტრიული ქალაქია რომელიც პემონტში მდებარეებს. თავდაპირველად იქ საბეჭდი მანქანების, კალკულატორებისა და საოფისე კომპიუტერების მწარმოებელთა პოლიგონის მოწყობა იყო დაგეგმილი. ივრეას შენობების ავტორები ცნობილი იტალიელი არქიტექტორები არიან. ქალაქი 1930-60-იან წლებში აშენდა და დღეს სამრეწველო საქმიანობისა და არქიტექტურის შერწყმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში უკვე მოხვდა, მედინა აზაჰარია, რომელიც კორდობადან 8 კილომეტრში მდებარეობს და X საუკუნეშია აშენებული. ეს ქალაქი თითქმის 1000 წელი დავიწყებული იყო და ის XX საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოაჩინეს. მედინა აზაჰარია კორდობას სახალიფოს შემადგენლობაში შედიოდა.
„იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე ახალი სტატუსის მინიჭებას კიდევ ათეულობით ობიექტისთვის განიხილავენ. ომანში მდებარე უძველესი ქალაქი, ოაზისი საუდის არაბეთში და არტ-დეკოს სტილში შესრულებული სახლები მუმბაიში – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ობიექტებისა, რომლებიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიძლება მოხვდეს.
საერთაშორისო შეთანხმებებით, სიაში შეყვანილ ობიექტებს „იუნესკო“ და მისი წევრები განსაკუთრებულად დაიცავენ. ორგანიზაციის 42-ე სესია ბაჰრეინში იმართება. სწორედ ამ სესიაზე უნდა გადაწყდეს, რომელ კულტურულ, ისტორიულ ან სხვა სახის ძეგლებს მიანიჭებენ ახალ სტატუსს. ნუსხაში რამდენიმე ობიექტი პირველად მოხვდა.
ძველი საპორტო ქალაქი ომანში
კალხატი XI-XV საუკუნეში ხმაურიანი პორტი იყო, რომელიც მტრებისგნ მაღალი კედლებით იყო დაცული. როგორც „იუნესკო“-ში განმარტავენ აღნიშნული დასახლება არაბეთის ნახევარკუნძულისა და დანარჩენი სამყაროს მჭიდრო კავშირის არქეოლოგიურ მტკიცებულებას წარმოადგენს.
საიდუმლო ქრისტიანული ეკლესიები ნაგასაკიში
ეს კუნძულ კიუსიუს რაიონია, რომელშიც ათობით სოფელი, ციხე-სიმაგრე და ტაძარი მდებარეობს. ეს ნაგებობები XVIII-XIX საუკუნეში ააშენეს, როდესაც ქრისტიანობა იაპონიაში აკრძალული იყო.
აღნიშნული ეკლესიები, წარმოადგენს იაპონიაში მისიონერების პირველი ნაბიჯების დამადასტურებელ ფაქტებს.
როგორც იუნესკოში განმარტავენ, ეს ძეგლები ნათლად ასახავს იაპონიაში ქრისტიანობის საიდუმლო და ფარულ გავრცელების პროცესს.
მუმბაის გოთიკური და არტ-დეკო არქტიტექტურა
XIX საუკუნებში ბომბეი(მუმბაი) ვაჭრობის მსოფლო ცენტრად იქცა და ქალაქის დაგეგმარების ამბიციური პროექტი წამოიწყო. აშენდა უამრავი ლამაზი შენობა. მათ შორის სახლები და კომერციული დანიშნულების ნაგებობები. ვიქტორიანული შენობები აივნებითა და ვერანდებით, კერძო პირებს ეკუთვნოდა, ხოო შენობები არტ-დეკოს სტილში ხშირ შემთხვევაში შენდებოდა მაღაზიებისთვის, კინოთეატრებისა და საავადმყოფოებისთვის. როგორც იუნესკოში ამბობენ, ეს შენობები კარგად გამოხატავს მოდერნიზაციის სტადიებს, რომელიც მუმბაიმ გაიარა.
ოაზისი ელ-ჰასა
საუდის არაბეთში მდებარე ოაზისი ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. ხალხი აქ ნეოლითის ხანიდან ცხოვრობდა და დღესაც სახლობენ. ოაზისში 2,5 მილიონი ფინიკის პალმა იზრდება. ის ცნობილია თავისი ბაღებით, არხებით, წყაროებით, ჭებით და არქეოლოგიური ობიექტებით. იუნესკოში აცხადებენ, რომ ელ-ჰასას ოაზისი ადამიანისა და ბუნების კავშირისა და ურთიერთქმედების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
მთის მონასტრები სამხრეთ კორეაში
მთის მონასტერი „სანსა“ კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე VII საუკუნიდან ფუნქციონირებს. 7 სამონასტრო კომპლექსი აერთიანებს ღია მოედნებსა და დარბაზებს, რომლებიც ბუდას საპატივსაცემო ორნამენტებით არის გაფორმებული. ეს ბუდისტების წმინდა ადგილია, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი.
სასანიანების ეპოქის ძეგელბი
ირანში ფარსის პროვინციაში 8 არქოლოგიური ძეგლია შემორჩენილი, რომლებიც სასანიანების ეპოქას (III-V საუკუნე). ეს არის ციხე-სიმაგრეების, სასახლეების და ქალაქის სხვა ნაგებობის ნანგრევები. „იუნესკოს“ მოსაზრებით, ეს ობიექტები სხვადასხვა ტრადიციების ნაზავს წარმოადგენს.
არქეოლოგიური ობიექტი კენიაში
თიმლიჩ ოჰინგა არის ნასახლარი, რომელიც კენიის ქალაქ მიგორის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. როგორც ცნობილია, ის XVI საუკუნეშია აგებული და ადგილობრივი მოსახლეობის სახლებსა და პირუტყვის სადგომებს აერთიანებს. როგორც „იუნესკოში“ აცხადებენ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგად შემონახული ობიექტი, რომელიც ე.წ. მშრალი მეთოდითაა აშენებული. „იუნესკოს“ მოსაზრებით ეს ადგილი უნიკალურ დასახლებას წარმოადგენს, სადაც პირველი მენახირეები სახლობდნენ.