იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, მიგრანტების გემის უკანონოდ ბლოკირების გამო გაასამართლონ
იტალიის სენატში დღეს მხარი დაუჭირეს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, მატეო სალვინისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის ჩამორთმევას, რის შედეგადაც სალვინის გასამართლება შესაძლებელი გახდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
2019 წლის აგვისტოს, 100-ზე მეტი მიგრანტი ლამპედუზას კუნძულთან ახლოს ესპანურ „ოფენ არმსის“ გემზე 19 დღის განმავლობაში იყო შეყოვნებული. სიცილიის პროკურორი სალვინის გემის უკანონოდ ბლოკირებაში სდებს ბრალს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სალვინი აცხადებს, რომ იტალიაში მიგრანტების შემოშვების კონტროლი მაშინ სამთავრობო პოლიტიკის ნაწილი იყო.
„იტალიის დაცვა დანაშაული არ არის, მე ამით ვამაყობ და ახლაც იმავეს გავაკეთებდი და მომავალშცი იგივეს გავაკეთებ“, -განაცხად სალვინიმ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, გემის ბლოკადამ მაშინდელ კოალიციურ მთავრობაში სერიოზული დაპირისპირებები გამოიწვია, თუმცა დღეს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს კოალიციის ყველა წევრმა პარტიამ სალვინისთვის იმუნიტეტის შეჩერებას დაუჭირა მხარი.