იტალიის ტრანსპორტის მინისტრი მალტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს
იტალიის ტრანსპორტის მინისტრი მალტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

იტალიის ტრანსპორტის მინისტრი დანილო ტონინელი მალტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, მინისტრი აცხადებს, რომ მალტის ხელისუფლება არ მონაწილეობს ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენაში და ამ ტვირთს მეზობელ ქვეყნებს უტოვებს.

ტონინელის თქმით, ევროკავშირის წევრებს სოლიდარობის ნიშნად უნდა გაეხსნათ თავიანთი პორტების ზღვაში გადარჩენილი მიგრანტებისთვის.

რამდენიმე დღის წინ მალტამ არ მიიღო ნავი, რომელზეც 190 მიგრანტი იმყოფებოდა. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ბორტზე მყოფებს საფრთხე არ ემუქრებოდათ. როდესაც ნავი იტალიის კუნძულ ლამპედუზას მიუახლოვდა, მიგრანტები თავის ხომალდზე იტალიის სანაპირო დაცვამ აიყვანა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში გემი კამპედუზას მახლობლად იმყოფება.

„ამჟამად ისინი სამხედრო ხომალდის ბორტზე იმყოფებიან. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ისინი იტალიურ მიწაზე არიან. ვიმედოვნებ, რომ იტალია დახმარებისთვის ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მიმართავს, თუმცა მალტა საერთაშორისო სამართლის წესებს იცავს“, – განაცხადა მალტის პრემიერ-მინისტრმა, ჯოზეფ მუსკატმა.