იტალიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონის გათავისუფლების შესახებ დადგენილება მიიღო
იტალიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონის გათავისუფლების შესახებ დადგენილება მიიღო.
კატალონიის ყოფილი ლიდერი ესპანეთში ხუთშაბათს გამოცემული დაკავების საერთაშორისო ორდერის საფუძველზე, იტალიელმა სამართალდამცველებმა კუნძულ სარდინიაზე დააკავეს.
სასამართლოს დადგენილებით, პუიჩდემონი კუნძულზე, ექსტრადირების საკითხის გარკვევამდე უნდა დარჩეს. პუიჩდემონის ადვოკატის განცხადებით, მას სავარაუდოდ დღესვე გაათავისუფლებენ.