იტალიის სამხრეთ ნაწილში პოლიციამ 23 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა
იტალიის სამხრეთ ნაწილში პოლიციამ 23 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა.
ოპერაცია ქალაქ კანდიდონეში ჩატარდა. პოლიციამ 285 კილოგრამი კოკაინი ამოიღო, დაკავებულია 40 წლის მამაკაცი.
კოკაინი ჩანთებში იყო მოთავსებული და საწვავის კონტეინერებში ჩამალული. მას საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ინახავდნენ.