იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს
ლუიჯი დი მაიო მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რეიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ის ოფიციალურ განცხადებას პარტიის შეხვედრაზე დღეს გააკეთებს. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ პატივს სცემს გადაწყვეტილებას, რომელსაც ლუიჯი დი მაიო მიიღებს.
მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავი“ იტალიის კოალიციური მთავრობის წევრია.