იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინა და რუსეთი ჩინეთის შუამავლობით მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინა და რუსეთი ჩინეთის შუამავლობით მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო კროზეტო მიიჩნევს, რომ უკრაინა და რუსეთი ჩინეთის შუამავლობით მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.

„იტალია ორი მიმართულებით მოძრაობს – პირველი ეს არის დახმარება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის უფლება, დაიცვას თავი, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს მუდმივი ვალდებულება, შევქმნათ მოლაპარაკების მაგიდა, რადგან ახლა ერთადერთი, რაც შეიძლება ვცადოთ, არის არა ომის დასრულება, არამედ კონფლიქტის შეწყვეტ. უნდა ვცადოთ, რომ ერთ მაგიდასთან დავსვათ ორი მოსაუბრე, რომლებიც ახლა ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და არაფერი აქვთ საერთო, რადგან ვიღაცას კარგად გამოსდის ბენზინის დასხმა, მაგრამ არსად ჩანს მეხანძრე. გაერო-მ, რომელიც უნდა იყოს მეხანძრე, ეს შანსი დაკარგა“, – განმარტა მინისტრმა.

კროზეტოს თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან მოსაუბრე ჩინეთი უნდა იყოს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, რომელმაც მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ როცა ვინმე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრობს, უკრაინას ეს ესმის როგორც „დანებდით, კაპიტულაცია გამოაცხადეთ, შეასრულეთ რუსეთის ულტიმატუმები“.

„სისხლიანი ომის 423-ე დღეს ეს შეუძლებელია, რადგან ეს რუსეთის მიერ პირდაპირ განადგურებისკენ მიმართული ომია და არა მითიური კონფლიქტი“, – წერს პოდოლიაკი.