იტალიის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა და დიდთოვლობაა
იტალიის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა და დიდთოვლობაა

ჩრდილოეთ იტალიაში გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების ადიდება და წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია ქალაქები ლენტიჯიონე და კოლორნო.

სტიქიის გამო, ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ევაკუაციის მოლოდინში მაცხოვრებლები მაშველებს სახლების სახურავებზე ელოდნენ.

ასევე, განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული მეზობელ რეგიონებში ტოსკანაში, ლიგურიასა და პიედმონტში, სადაც დიდთოვლობაა. უკვე მეორე დღეა დახურულია სკოლები. შეფერხებით ფუნქციონირებს ადგილობრივი აეროპორტები.

უამინდობას თან ძლიერი ქარი ერთვის, რომლის სიჩქარეც საათში 100 კმ-ის აღწევს.