იტალიის ქალაქ მაჩერატაში მამაკაცის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა
იტალიის ქალაქ მაჩერატაში მამაკაცმა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიჭრა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ალფა რომეოს მარკის შავი ფერის მანქანით შენიშნეს.
მან მოქალაქეების მისამართით ცეცხლი ქალაქში, ორ ადგილას გახსნა.
მამაკაცი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.
თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
ქალაქ მაჩერატას მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, მათივე უსაფრთხოების მიზნით, სახლში დარჩნენ.