იტალიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„როგორც ჩვენი ბოლოდროინდელი სატელეფონო საუბრისას აღვნიშნეთ, თბილისსა და რომს შორის არსებული მყარი მეგობრობა და ის მჭიდრო ურთიერთკავშირები, რომლებიც ქართველ და იტალიელ ხალხს აერთიანებს, საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად დინამიკურ ურთიერთობებს.
სამომავლოდ ასეთივე ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორისაც“, – აღნიშნულია სერჯო მატარელას მისალოც წერილში.