იტალიის პრემიერმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა სხვა ვაქცინით გაიკეთა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა სხვა ვაქცინით გაიკეთა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, 73 წლის პრემიერმა პირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა, მეორე შემთხვევაში კი „ფაიზერი“.
მიზეზი იტალიის მთავრობის მიერ შეცვლილი რეკომენდაციებია. გასულ თვეს მთავრობამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით რეკომენდანციები შეცვალა და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში სისხლის შედედების რისკის გამო მისი გამოყენება აკრძალა.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს, რომლებმაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს და 60 წელს არიან გადაცილებელი რეკომენდანცია მისცა, რომ მეორე დოზისთვის სხვა ვაქცინა გამოიყენონ.