იტალიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა
იტალია-რუმინეთის მთავრობათაშორის სხდომაზე იტალიის პრემიერმა, ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ იტალიასა და რუმინეთს ბევრი საერთო მიზანი და ხედვა აერთიანებს.
მათ შორის, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას საერთო პოზიცია აქვს მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან მიმართებაში. ასევე, ხაზი გაესვა ბალკანეთის ქვეყნების სტრატეგიულ მნიშვნელობას.
ჯორჯა მელონი და მარჩელ ჩოლაკუ 2024 წლის 15 თებერვალს რომში, იტალია-რუმინეთის მთავრობათაშორისი სხდომის ფარგლებში შეხვდნენ. მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება დაეთმო დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს და ევროკავშირის გაფართოების საკითხს.