იტალიის პოპულისტურმა კოალიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ჯუზეპე კონტე დაასახელა
იტალიის პოპულისტურმა კოალიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სამართლის პროფესორი, ჯუზეპე კონტე დაასახელა.
იტალიის კოალიციური მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის შეუდგეს. კონტეს კანდიდატურა უკვე წარედგინა იტალიის პრეზიდენტს.
იტალიაში მთავრობის ხელმძღვანელს სწორედ სახელმწიფოს მეთაური ნიშნავს, თუმცა არ არის ვალდებული, რომ კონტეს კანდიდატურა მიიღოს.
იტალიაში პოპულისტური „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და პარტია „ლიგა“ მთავრობის ფორმირების მოლაპარაკებებს 11 კვირის განმავლობაში მართავენ.