იტალიის პოლიციამ 2015 წლის პარიზის ტერაქტების სერიასთან კავშირში მამაკაცი დააკავა
იტალიის პოლიციამ 2015 წლის პარიზის ტერაქტების სერიასთან კავშირში მამაკაცი დააკავა

იტალიის პოლიციამ 2015 წლის პარიზის ტერაქტების სერიასთან კავშირში მამაკაცი დააკავა. როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ალჟირის 36 წლის მოქალაქე ქალაქ ბარიში საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება მიიჩნევს, რომ ის პარიზის ტერაქტის შემსრულებლებს ეხმარებოდა, კერძოდ, მათ ყალბი დოკუმენტები მიაწოდა.

პოლიციის განცხადებით, დაკავებული ტელეფონში აღმოჩენილი მასალა ადასტურებს, რომ ეჭვმიტანილი ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია.

საფრანგეთის დედაქალაქში 2015 წლის 13 ნოემბერს ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე, სტადიონსა და რამდენიმე კაფეზე განხორციელებულ კოორდინირებულ ტერორისტულ თავდასხმებს 130 ადამიანი ემსხვერპლა.