იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა დამიანო ტომაზიმ განაცხადა, რომ იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დი ბიაჯო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს არგენტინასთან და ინგლისთან ამხანაგურ მატჩებში უხელმძღვანელებს. ეს თამაშები 23 და 27 მარტს გაიმართება.
“არჩევნების შემდეგ დავიწყებთ მომზადებას ორი მატჩისთვის – ინგლისთან და არგენტინასთან. დი ბაიჯო უკვე მუშაობს ამაზე”, – განუცხადა სააგენტო AFP-ს ტომაზიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე ჯამპიერო ვენტურას დათხოვნის შემდეგ დარჩა. ამ სპეციალისტმა ვერ შეძლო გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 29 იანვარს გაიმართება.