იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა
იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. გარდაცვლილია ცხრა ადამიანი, კიდევ რამდენიმე დაკარგულია, მათ შორის რვა ბავშვი. იტალიის სანაპირო დაცვამ 22 ადამიანის გადარჩენა შეძლო. სულ ბორტზე 50-მდე პირი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავის ჩაძირვის მიზეზი უამინდობა გახდა. ნავი კუნძულ ლამპედუზადან 11 კილომეტრში ჩაიძირა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ხომალდმა ევროპის მიმართულებით გეზი ტუნისიდან აიღო. ბორტზე ძირითადად ტუნისელები და დასავლეთ აფრიკელი მიგრანტები იმყოფებოდნენ.