დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, მიმდინარე წელს ბრიტანეთში ნავებით ათი ათასზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, მიმდინარე წელს ბრიტანეთში ნავებით ათი ათასზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა

მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში ნავებით ათი ათასზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, – ასეთია ქვეყნის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემები.

ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკით, იანვრიდან 25 მარტამდე პერიოდში ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე ნავით 10 170 მიგრანტი ჩავიდა. წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელი 7 395-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ეს რიცხვი მესამედით იყო შემცირებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ფრანგ პარტნიორებთან მუშაობას, რათა თავიდან აღვკვეთოთ არხის გადაკვეთა და გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

4 ივლისს დანიშნული არჩევნების წინ მიგრანტების საკითხი პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის წინაშე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. მიმდინარე კვირაში პრემიერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების რუანდაში დეპორტაცია არ მოხდება არჩევნებამდე. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია, რომელიც გამოკითხვებში ლიდერობს, აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნულ პოლიტიკას გააუქმებს.