იტალიის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ „ტიკ-ტოკი“ 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა
იტალიის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ „ტიკ-ტოკი“ 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ „ტიკ-ტოკი“ 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კერძოდ, მარეგულირებელმა უწყებამ „ტიკტოკის“ სამი განყოფილება დააჯარიმა ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მომხრებლებისთვის შესაძლო საზიანო კონტენტის არასათანადო შემოწმებისთვის.

საუბარია სოციალურ ქსელში ვიდეორგოლებზე, რომლებშიც ახალგაზრდები ე.წ. ფრანგულ იარას – ყვრიმალზე სისხლჩაქცევას იკეთებენ.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჩინური კომპანიის, ByteDance-ის („ტიკ-ტოკი“ ამ კომპანიას ეკუთვნის) პრესსპიკერმა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პლატფორმამ „ფრანგული იარის“ ვიდეოების ხილვადობა 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის, დიდი ხანია, შეზღუდა.

„„ტიკ-ტოკმა“ ვერ მიმართა სათანადო ზომებს, რათა თავიდან აეცილებინა ამგვარი კონტენტის გავრცელება და სრულად არ დაიცვა მის მიერვე მიღებული წესები, რითიც არწმუნებდა მომხმარებლებს, რომ პლატფორმა „უსაფრთხო“ სივრცე იყო“, – ნათქვამია იტალიის მარეგულირებელი უწყების განცხადებაში.