იტალიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევროვიზიის დროს პრორუსული ჰაკერული ჯგუფების კიბერშეტევები აღკვეთეს
იტალიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევროვიზიის დროს პრორუსული ჰაკერული ჯგუფების კიბერშეტევები აღკვეთეს

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის დროს, იტალიის პოლიციამ პრორუსული ჰაკერული ჯგუფების კიბერშეტევები აღკვეთა. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ იტალიის ხელისუფლებაში განაცხადეს.

გავრცელებული ცნობით, ჰაკერული შეტევები ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალში და ფინალში განხორციელდა.

ხმის მიცემის პროცესის დროს, პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა ქსელის ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული დაჯგუფება „ქილნეტის“ და მასთან კავშირში მყოფი „ლეგიონის“ კიბერთავდასხმის შესახებ და მისი განეიტრალება შეძლო. იტალიის პოლიციამ ასევე შეაგროვა ინფორმაცია პრორუსული ჯგუფის „ტელეგრამის“ არხებიდან, რათა თავიდან აერიდებინა სხვა კრიტიკული მოვლენები და დაადგინა თავდასხმის გეოგრაფიული მდებარეობა.

11 მაისს, „ქილნეტმა“ განაცხადა, რომ თავდასხმა განახორციელა იტალიის რამდენიმე დაწესებულების ვებგვერდებზე, მათ შორის სენატის, იტალიის პარლამენტის ზედა პალატისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდებზე.