იტალიის ხელისუფლება შობისა და ახალი წლის პერიოდში „კოვიდ-19“- ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს
იტალიის ხელისუფლება შობისა და ახალი წლის პერიოდში „კოვიდ-19“- ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს

იტალიის ხელისუფლება შობისა და ახალი წლის პერიოდში „კოვიდ-19“- ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შესაძლოა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე იტალია ე.წ. წითელ ზონად გამოცხადდეს, გაიზარდოს ღამის კომენდანტის საათის ხანგრძლივობა, აიკრძალოს საჭიროების გარეშე ქუჩაში გადადგილება, უქმეებზე დაიხუროს მაღაზიები, ბარები და რესტორნები.

იტალიის მთავრობა გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღის ბოლოს მთავრობის წევრებსა და ექიმების ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

იტალიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული მკაცრი კარანტინის შემსუბუქება გასულ კვირას დაიწყო. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში  კორონავირუსის 1 843 712 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის  64520 პაციენტი გარდაიცვალა.