იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა
იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსმა იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში შეაღწია. ამის შესახებ საუბარია ახალ კვლევაში, რომელიც ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მკვლევრები აცხადებენ, კორონავირუსის შტამი მილანსა და ტურინში შარშან წლის ბოლოს, წყალში დაფიქსირდა, ხოლო ბოლონიაში „კოვიდ-19“ 2020 წლის იანვარში გამოვლინდა.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, სპეციალისტებმა აღნიშნულ ქალაქებში წყლის ნიმუშები 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში შეისწავლეს.
ოფიციალურად იტალიაში ვირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში აღრიცხეს.