იტალიის გრანპრი ავარიით დაიწყო [ვიდეო]
იტალიის გრანპრი ავარიით დაიწყო [ვიდეო]

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი – იტალიის გრანპრის დაიწყო. პირველ დღეს ორი ვარჯიში ჩატარდა და მეორე პრაქტიკის დროს ავარიაში მოყვა „ზაუბერის” პილოტი მარკუს ერიქსონი.

შვედმა პირველ მოსახვევში, მოულოდნელად, მანქანაზე კონტროლი დაკარგა, კედელს შეეჯახა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ერიქსონმა დამოუკიდებლად დატოვა ბოლიდი, რის შემდეგაც, ის “მონცას” ტრასის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.