იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის 11 ოლქში უამინდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საგანგებო რეჟიმი ბიუჯეტს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე უკვე გამოყოფილია 53 მილიონი ევრო.
ოქტომბრის მიწურულს დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმებმა იტალიის დიდი ნაწილი დატბორა. სტიქიას 32 ადამიანი ემსხვერპლა.