იტალიიდან დაბრუნებულ არც ერთ მოქალაქეს, რომლებიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ
იტალიიდან დაბრუნებულ არც ერთ მოქალაქეს, რომლებიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ
იტალიიდან დაბრუნებულ არც ერთ მოქალაქეს, რომლებიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის შედეგები დღეს გახდა ცნობილი.
ბოქსირებულ განყოფილებაში საეჭვო სიმპტომებით საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა. სამივე იტალიიდან დაბრუნდა. ორმა საავადმყოფოს საკუთარი სურვილით მიაკითხა, ერთი კი მედიკოსებმა საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ გადაიყვანეს.
ამ დროისთვის აჭარაში არც ერთი მოქალაქე არ რჩება ბოქსირებულ განყოფილებაში საეჭვო სიმპტომებით, მხოლოდ გონიოს საკარანტინო სივრცეში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ იმყოფება 30 მოქალაქე.