იტალიელმა დეპუტატმა შეყვარებულს ხელი პარლამენტის სხდომაზე სთხოვა [ვიდეო]
იტალიელმა დეპუტატმა, ფლავიო დი მურომ შეყვარებულს ხელი პარლამენტის სხდომაზე სთხოვა.
დეპუტატები მიწისძვრის შედეგებთან გამკლავების ზომებს განიხილავდნენ, რა დროსაც დეპუტატმა ტრიბუნასთან მისვლა მოითხოვა.
„ძალიან ხშირად ჩვენ უგულებელვყოფთ ჭეშმარიტ ფასეულობებს, ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს და რომლებსაც ვუყვარვართ. ვწუხვარ, რომ პალატის მუშაობა უნდა შევაჩერო, მაგრამ მინდა, გამიგოთ, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა. ელიზა, გამომყვები ცოლად?“, – ამ სიტყვებით სთხოვა დეპუტატმა შეყვარებულს ცოლობა.
ელიზამ თანხმობა განაცხადა, რასაც პარლამენტში აპლოდისმენტები მოჰყვა.
პარლამენტის სპიკერმა დეპუტატს შენიშვნა მისცა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ტრიბუნის ამ მიზნით გამოყენება უადგილო იყო.