იტალიის პარლამენტმა დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას მხარი დაუჭირა
იტალიის პარლამენტმა დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას მხარი დაუჭირა

იტალიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. ცვლილებას მხარი 553-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14 კი წინააღმდეგი წავიდა.

ახალი კანონის მიხედვით, სენატორების რაოდენობა 315 იდან 200-მდე შემცირდება, დეპუტატების კი 630-დან 400-მდე. ამ გზით პარლამენტი 100 მილიონი ევროს დაზოგვას შეძლებს.

დეპუტატების შემცირების ინიციატივით, მოძრაობა „ოთხი ვარსკვლავი“ გამოვიდა.

იტალიის პარლამენტი დეპუტატთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა ჩინეთისა და ბრიტანეთის პარლამენტების შემდეგ.