იტალიის პარლამენტმა ოსმალეთის იმპერიის პერიოდში სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა
იტალიის პარლამენტმა ოსმალეთის იმპერიის პერიოდში სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა

იტალიის პარლამენტმა ოსმალეთის იმპერიის პერიოდში სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა. რეზოლუციას მხარი 382 დეპუტატმა დაუჭირა, სილვიო ბერლუსკონის პარტიიდან 43-მა დეპუტატმა კი, თავი შეიკავა. გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 8 აპრილს გამოიძახა იტალიის ელჩი და დეპუტატების მიერ ინიცირებული რეზოლუციის გამო სინანული გამოთქვა. თურქეთის ხელისუფლება პირველი მსოფლიო ომის დროს 300-დან 500 ათასამდე ეთნიკურად სომეხი პირის დაღუპვას ადასტურებს, თუმცა გენოციდის აღიარებაზე უარს ამბობს.

2016 წელს სომხების გენოციდი აღიარა გერმანიის პარლამენტმა, რამაც თურქეთის ხელისუფლების მკაცრი რეაქცია გამოიწვია. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია შესასრულებლად სავალდებულო არ არის.