ეგზიტპოლის მონაცემებით, იტალიელების უმრავლესობამ პარლამენტში დეპუტატების ადგილების შემცირებას მხარი დაუჭირა
ეგზიტპოლის მონაცემებით, იტალიელების უმრავლესობამ პარლამენტში დეპუტატების ადგილების შემცირებას მხარი დაუჭირა

ეგზიტპოლის მონაცემებით, იტალიელების უმრავლესობამ პარლამენტში დეპუტატების ადგილების შემცირებას მხარი დაუჭირა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ინიციატივას მოქალაქეთა 67 პროცენტმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, იტალიის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში წევრების რაოდენობა შემცირდება. ზედა პალატაში 634-ის ნაცვლად, 400 დეპუტატი იქნება. შემცირდება კანონმდებლების რაოდენობა სენატშიც.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ ცვლილებას „ისტორიული“ უწოდა.

„ჩვენ ახლა გვეყოლება ნორმალური პარლამენტი, ნაკლები პრივილეგიებით და 345-ით ნაკლები დეპუტატით“, – განაცხადა დი მაიომ, რომელიც „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრია. სწორედ ამ მოძრაობს ეკუთვნის დეპუტატის რაოდენობის შემცირების ინიციატივა. მათი მტკიცებით, ამ ნაბიჯით ქვეყანა 10 წელიწადში ერთ მილიარდ ევროს დაზოგავს.

ცვლიებება ძალაში 2023 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ შევა.

დატოვე კომენტარი