იტალიაში უმუშევრები, ხანდაზმულები და მცირე შემოსავლის მქონე პირები სოციალურ დახმარების სახით 780 ევრომდე შემოსავალს მიიღებენ
იტალიაში უმუშევრები, ხანდაზმულები და მცირე შემოსავლის მქონე პირები სოციალურ დახმარების სახით 780 ევრომდე საბაზისო შემოსავალს მიიღებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პროგრამის მიზანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება, რომელთაც აუცილებელი პროდუქტებისა და მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. ასეთი ადამიანების რიცხვი კი ქვეყანაში ხუთ მილიონს აღწევს.
საბაზისო შემოსავლის დაწესება მოძრაობა „5 ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.