იტალიაში სუროგაციის მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრება აიკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, იტალიამ სუროგაციაზე არსებული აკრძალვა გააფართოვა და ახლა ის ვრცელდება იმ წყვილებზეც, რომლებიც ამ მომსახურებას იმ ქვეყნებში ეძებენ, სადაც ეს ლეგალურია, მაგალითად, აშშ-ში ან კანადაში. კანონის დარღვევის შემთვევაში, შესაძლოა, პირებს ორ წლამდე პატიმრობა და მილიონ ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ.
კანონი, რომელიც იტალიის მმართველმა ულტრამემარჯვენე პარტიამ წარადგინა, კრიტიკოსების აზრით, LGBT წყვილების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებსაც ქვეყანაში არ აქვთ შვილად აყვანის ან ხელოვნური განაყოფიერების უფლება.
კანონი იტალიის სენატში 84 ხმით 58-ის წინააღმდეგ მიიღეს.
კენჭისყრამდე გამართულ საპროტესტო აქციაზე კანონის მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ კანონი მშობლად გახდომის პროცესს ართულებს, მიუხედავად ქვეყანაში შობადობის მაჩვენებლის კლებისა.
ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მიიჩნევს, რომ ბავშვები მხოლოდ მამაკაცმა და ქალმა უნდა გაზარდონ. მან მანამდეც გააკრიტიკა LGBT წყვილებისთვის სუროგაცია.