იტალიაში სექტემბრისთვის მოსახლეობის სულ მცირე 80 პროცენტის აცრა იგეგმება
იტალიაში სექტემბრისთვის მოსახლეობის სულ მცირე 80 პროცენტის აცრა იგეგმება

იტალიის ხელისუფლება სექტემბრისთვის მოსახლეობის სულ მცირე 80 პროცენტის კორონავარუსის წინააღმდეგ აცრას გეგმავს. კორონავირუსის საკითხებში იტალიის სპეციალური კომისრის, ფრანჩესკო პაოლო ფიგლიუოლოს მიერ გამოქვეყნებული ეროვნული გეგმით, ხელისუფლება ყოველდღიურად ვაქცინის 500 ათასი დოზის გაცემას აპირებს.

იტალიაში რეგისტრირებულია კორონავირუსით გარდაცვალების 101 881 შემთხვევა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 26 062 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3,2 მილიონი შემთხვევა.