იტალიაში ძალადობასა და ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ქალაქ მანტოვაში სამართალდამცველებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. მათ ერთ-ერთ ბარში უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმასა და რამდენიმე მაღაზიის გაქურდვაში დასდეს ბრალი.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და მოქალაქეებს უმიზეზოდ ავიწროებდნენ. ძალადობის მსხვერპლთა შორის იტალიელი მოზარდი და განელი გამყიდველი არიან. პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე მათ საჩივარზე დაყრდნობით აიყვანა.
დაკავებულთა ასაკი 37 წელს არ აღემატება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ დაპატიმრებულები ქურდობისთვის იძებნებოდნენ.