საფრანგეთის ჟანდარმერიაში აცხადებენ, რომ ქალაქ ამიენში ქართველები დააკავეს
საფრანგეთის ჟანდარმერიაში აცხადებენ, რომ ქალაქ ამიენში ქართველები დააკავეს

საფრანგეთში „რუსულ მაფიასთან“ კავშირში მყოფი ქართველების და სომხების ჯგუფები დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ ამიენში აღკვეთილ იქნა ტრანსნაციონალური კრიმინალური სტრუქტურა. კერძოდ, დაკავებულნი არიან „რუსულ მაფიასთან“ კავშირში მყოფი ქართველებისა და სომხებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარული ავტომობილებით.

ჟანდარმერიის ცნობით, დაკავებულია 37 პირი.