იტალიაში საქართველოს დესპანი - ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახურთან მუდმივ კავშირზე ვართ
იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსთვის არავის მოუმართავს, – ამის შესახებ პირველ არხს იტალიაში საქართველოს დესპანმა დავით ბაზერაშვილმა განუცხადა.
როგორც დავით ბაზერაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საელჩომ უკვე მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.
„საქართველოს საელჩოსთვის არავის მოუმართავს, მაგრამ ჩვენ მივმართეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და მათთან მუდმივ კავშირზე ვართ. ჯერ ქართველების შესახებ არანაირი ცნობა არ მიგვიღია”, – აღნიშნა დავით ბაზერაშვილი.
იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია. ხიდის 200 მეტრიანი მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და ბეტონის მასა მის ქვემოთ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა.