იტალიაში, რომანიის ოლქში ქარიშხალმა ხეები წააქცია და ავტომობილები დააზიანა
იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, რომანიის ოლქში ქარიშხალმა ხეები წააქცია და ათობით ავტომობილი დააზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ ავრცელებს.
ყველაზე მეტად დაზარალდა ადრიატიკის ზღვის სანაპირო, რავენას პროვინციის დასახლებები, სადაც ძლიერმა ქარმა ასობით ხე წააქცია და დააზიანა პლიაჟზე მდებარე ნაგებობები.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ქალი. სტიქიის გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა.