იტალიაში, ქალაქ მილანში, ქართველი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ფაქტს ადასტურებს იტალიაში საქართველოს საკონსულო. როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგონას გადმოსვენების საკითხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც იტალიის მხარე ოფიციალურ პროცედურებს დაასრულებს.
ჯერ უცნობია, რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი. მომხდარს იტალიის პოლიცია იძიებს.