იტალიაში ქარიშხლის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. იტალიური სააგენტო „ანსას” ცნობით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და ნგრევა გამოიწვია.
ორი ადამიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა, კიდევ ერთი კი მანქანაზე ხის დაცემის გამო.
ნეაპოლის მახლობლად კიდევ ერთი ხე დაეცა ავტომობილს, რომელშიც ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.