ქალაქ ბერგამოს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ბოლო კოვიდინფიცირებული გაწერეს
იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრში, ლომბარდიის რეგიონის ქალაქ ბერგამოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი გაწერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.
ბერგამოს მამა ჯოვანის სახელობის ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი 23 თებერვალს მიიღეს.
მომდევნო კვირებში აღნიშნული განყოფილება პაციენტების ჭარბ რაოდენობას ვერ აუდიოდა.
კორონავირუსს იტალიაში სულ 34 914 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან ნახევარი ლომბარდიის რეგიონში გარდაიცვალა.