იტალიაში პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ნიკოლას ზიგერეტმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვით თავად განაცხადა. პოლიტიკოსმა ვიდეოში აღნიშნა, რომ ახლა ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბოლო მონაცემებით იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 4 636 ადამიანია დაინფიცირებული. დაღუპულთა რაოდენობა კი 197-ს აღწევს.