იტალიაში პოლიციამ სახლის გაქურდვის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავა
იტალიაში პოლიციამ სახლის გაქურდვის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავა. ინციდენტი ლომბარდიის პროვინციაში მდებარე ქალაქ გალარატეში მოხდა.
სახლის მეპატრონემ, რომელიც მილანში მივლინებაში იმყოფებოდა სმარტფონით მიიღო შეტყობინება, რომ მის სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო. ის სამართალდამცავებს დაუკავშირდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა სამი დამნაშავე ღობეზე გადაძრომის დროს აიყვანეს. ისინი მიმალვას შეეცადნენ და კარაბინიერებს წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა უშედეგოდ.
დაკავებულია სამი პირი. მათ შორი საქართველოს 47 წლის მოქალაქე. ასევე სლოვაკეთისა და რუსეთი მოქალაქეები. სულ სამი ადამიანი.
ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულები სასამართლო პროცესს დაელოდებიან.