იტალიაში მიწისძვრა მოხდა
იტალიაში მიწისძვრა მოხდა

იტალიის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მუჩაში მიწისძვრის შედეგად ეკლესიის სამრეკლო ჩამოინგრა. ამის შესახებ იტალიური სააგენტო ANSA იტყობინება.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდას შეადგენდა. ინფორმაცია მსხვერპლისა და სხვა ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მუჩადან ჩრდილოეთით 1,2 კილომეტრში მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ იტალიაში.