იტალიაში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებას მემანქანე და გამცილებელი ემსხვერპლნენ
იტალიაში მატარებლის და სატვირთო ავტომობილის შეეჯახაბის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინციდენტი ტურინთან ახლოს მოხდა.
მატარებელი ტურინი-ივრეას რეისს ასრულებდა. ავარიის შედეგად მატარებლის მემანქანე და ერთ-ერთი გამცილებელი დაიღუპნენ. გავრცელებული ცნობით, შეჯახების მიზეზი სატვირთო ავტომობილი იყო, რომელიც რელსებზე გადასვლისას იმ დროს შეფერხდა, როდესაც მატარებელი უახლოვდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომანქანა ტექნიკური გაუმართავობის გამო გაჩერდა. მედიაში ასევე წერენ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს მოძრაობის წესების დარღვევას. კერძოდ, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა გამაფრთხილებელი სიგნალის შემდეგ გააგრძელა.