იტალიის ქალაქ ნატურნოში მატარებელი საქართველოს მოქალაქეს დაეჯახა. 1983 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც იტალიური სააგენტოები წერენ, მამაკაცი ღამით ლიანდაგებზე მიდიოდა. მემანქანემ ის გვიან შენიშნა და დამუხრუჭება ვერ მოასწრო. იტალიელმა სამართალდამცველებმა თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხეს.
როგორც იტალიაში საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საკონსულოში შეტყობინება შესულია. საკონსულო კონტაქტზეა ადგილობრივ პოლიციასთან და ოჯახის ახლობელთან. როგორც კი დასრულდება პროცედურები, დაიწყება გადმოსვენებაზე მუშაობა.