იტალიაში მასობრივი ვაქცინაცია წლის დასაწყისში დაიწყება
იტალიაში მასობრივი ვაქცინაცია წლის დასაწყისში დაიწყება

იტალიაში მასობრივი ვაქცინაცია წლის დასაწყისიდან დაიწყება და პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალსა და ხანდაზმულებს მიენიჭებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ პარლამენტში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობას აქვს 202 მილიონი დოზა ვაქცინის შეძენის შესაძლებლობა სხვადასხვა მწარმოებლებისგან.

იტალია იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალდა.

დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1,62 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 56 361 ლეტალური აღმოჩნდა.